Tuesday, July 26, 2016

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღე,საკმაოდ საინტერესო იყო და დროც შეუმჩნევლად გავიდა,რადგან გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს,პრეზენტაციებს,ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები. ასევე მოვისმინეთ სასარგებლო რჩევები ჩვენი ტრენერისგან.საბოლოდ ტრენინგის ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე.

Sunday, July 17, 2016

მერვე დღე

დღევანდელი დღე დაეთმო ფასილიტაციას. ვისწავლე თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და  როგორ გავაუმჯობესო სასწავლო პრაქტიკა ტექნოლოგიების გამოყენებით.ასევე  ბლოგზე ჩავაშენეთ პორტფოლიო  და ჩვენი ნამუშევრები.ჩემთვის ეს დღე ღირებული იყო,უკვე ვიცი როგორ შევქმნა ჩემი პორტფოლიო.

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით.მივიღე რამოდენიმე  შენიშვნა, რასაც ჩავასწორებ.ვისწავლე თუ როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასების რუბრიკაში. ხაზი გაუსვით იმას რომ სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს. გავეცანი დიფერენცირებული სწავლების როლს სასწავლო პროცესში,იმას რომ დავალებები უნდა გადანაწილდეს მოსწავლეთა  შესაძლებლობების მიხედვით. ავტვირთეთ საქაღალდეები დრაივზე,რაც ძალიან მოსახერხებელია.

Friday, July 15, 2016

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და გავაკეთეთ კომენტარები.მითითებებისა და შენიშვნების საშუალებით მოვახდინე ჩემი ნამუშევრის გადახალისება.გავეცანით მე-4 მოდულს. ამ მოდულზე მუშაობისას კიდევ უფრო დავხვეწე Power-point - ში მუშაობა. შევისწავლე ვიდეო რგოლის ჩაშენება პროექტში. გავიგე როგორ შევქმნა მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში.პრობლემის  დასახვა და მისი  გადაჭრის გზები.

მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო.გავეცანი ინტერნეტის გამოყენების უამრავ შესაძლებლობებს პროექტებით სწავლების პროცესში.ასევე თუ როგორ უნდა დაამყარონ მოსწავლეებმა ურთიერთკავშირი  ელ-ფოსტის, ონლაინ ჩატის მეშვეობით.
ბლოგები და ინტერნეტ  თანამშრომლობითი დოკუმენტები  მოსწავლეებს  აძლევს  საშუალებას,ერთობლივად იმუშაონ პროექტებზე  და ონლაინით გაუზიარონ ერთმანეთს  მათი  ნამუშევრები.მიმაჩნია,რომ  ეს ყველაფერი  ძალიან  პრაქტიკული  და საუკეთესო საშუალებაა  აზრთა შეჯერებისა და დროის დაზოგვისთვის.

Monday, July 11, 2016

მეოთხე დღე

ჩემთვის დღევანდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული, გავეცანი შეფასების 5 მიზანს, რაც აუცილებელი წინაპირობაა  ეფექტური სწავლებისთვის, რომელიც უკეთ გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას და საჭირო უნარ ჩვევებს.  ამით მე საშუალება მომეცემა შეფასების მონიტორინგი შეუფერხებლად ვაწარმოო...
ვფიქრობ თანდათან გავერკვიე და აღარ გამიჭირდება.

Friday, July 8, 2016

მესამე დღე

დღეს განვიხილეთ წინა მეცადინეობაზე მოცემული დავალება და თან მიმოვიხილეთ.ასევე გავეცანი მე-2 მოდულს,რამაც დამაფიქრა პროექტის არსზე და მნიშვნელობაზე.შევაფასე ჩემს მიერ დაწერილი პროექტის მონახაზი,რამდენად განუვითარებდა მოსწავლეებს სააზროვნო უნარებს და 21 -ე საუკუნის უნარ ჩვევებს.თითქოს მარტივია, მაგრამ ამავდროულად რთულიც,  რაც სიღრმისეულ წვდომას მოითხოვს.

Saturday, July 2, 2016

დღე მეორე

განვიხილეთ საშინაო დავალება პროექტის გეგმასთან დაკავშირებით.მოვისმინე საპროექტო იდეები და გავეცანი პროექტის მოთხოვნებს.
ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რათა მივიღე რჩევები ჩემს იდეასთან დაკავშირებით.
გავეცანი პუბლიკაციის მომზადებას,გავიგე მისი მიზანი.